Search
Close this search box.

ალკოჰოლიზმის მკურნალობა

ალკოჰოლიზმის მკურნალობა

ალკოჰოლიზმის მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოში. ხშირად საკმაოდ რთულია ამ პრობლემისგან თავის დაღწევა, რაც ჩვენს ცხოვრების ხარისხს ამცირებს და გვიქმნის სხვადასხვა ტიპის პრობლემებს, როგორც ოჯახში, ასევე ფინანსური და სოციალური კუთხით.

ალკოჰოლიზმის სიმპტომები

რა სიმპტომები ახასიათებს ალკოგოლიზმს? და როგორ მოვახდინოთ პრობლემის იდენტიფიკაცია?

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიშანს:

  • მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი ვერ ხორციელდება.
  • არსებობს სურვილი, რათა შემცირდეს ალკოგოლის მიღება, თუმცა უშედეგოდ.
  • დროის დიდი ნაწილი ეთმობა ალკოჰოლის მიღება და ამისგან გამოწვეული შედეგებთან გამკვლავებას.
  • დალევის მოზღვავებული სურვილის მუდმივად არსებობა 

ალკოჰოლის შეძულება

კრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობა

კლინიკა, წამალი, როგორ დავანებოთ თავი ალკოჰოლს?

რეაბილიტაციისა და ადაპტაციის პროცესი იყოფა 5 ეტაპად, თითოეულ ეტაპს გააჩნია კონკრეტული მიზანი და ახასიათებს გარკვეული თავისებურებები:

1 სტადია – დეტოქსიკაცია
2 სტადია – აღდგენა
3 სტადია – ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა
4 სტადია – დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში
5 სტადია – სოციალური ადაპტაცია

ალკოჰოლიზმი მსოფლიოში

ალკოჰოლიზმი, ან ალკოჰოლის მოხმარება  არის სერიოზული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა მთელს მსოფლიოში.

დადგენილია, რომ ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ალკოჰოლის მოხმარების გამო, რაც შეადგენს სიკვდილიანობის 5.3%-ს.

სიკვდილიანობის გარდა, ალკოჰოლიზმი მნიშვნელოვნად აისახება ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე.

მოდით განვიხილოთ ძირითადი პრობლემები, რასაც ალკოჰოლი იწვევს:

ჯანმრთელობა: ალკოჰოლი არის 200-ზე მეტი დაავადებისა და დაზიანების ძირითადი რისკფაქტორი, მათ შორის ღვიძლის ციროზი, კიბო, გულის პრობლემები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები [WHO].

სოციალური ხარჯები: ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ხელს უწყობს ოჯახში ძალადობას, უბედურ შემთხვევას და სარისკო სექსუალურ ქცევას. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამუშაოს დაკარგვა და სოციალური იზოლაცია.

ეკონომიკური ტვირთი: ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები არსებითია. გარდა ამისა, პროდუქტიულობის დაკარგვა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო ამძიმებს ეკონომიკას.
გლობალურად ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლების შემცირების გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ალკოჰოლიზმი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.